რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) შესაძლო გამკაცრებას ეხმაურება. „ქრონიკასთან“ ინტერვიუში დეპუტატმა აღნიშნა, რომ აშშ, რომელიც ამ მიმართულებით ისედაც მაღალი კონტროლით გამოირჩეოდა, დღეს კანონმდებლობას კიდევ უფრო ხვეწს.
ქადაგიშვილის თქმით, ეს პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები ჰქონდათ.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ჩვენთან დამოკიდებულებაში უნდოდათ, საქართველო ყოფილიყო ერთგვარი ექსპერიმენტების ქვეყანა, სადაც გარედან ჩარევით შეიძლებოდა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარებით მანიპულირება და გარედან მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანა, რათა მათი დაკვეთები შეესრულებინა“, — განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.














