უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ და გაჭიანურებული ბიზნეს დავები – სახ.დეპის ანგარიში საქართველოზე

საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს.

დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.

“ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად. ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. კომპანიები უკმაყოფილებას გამოხატავენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებზე, ასევე აცხადებენ, რომ ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის ნაკლებობაა და კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის კომერციული კანონების შერჩევითი აღსრულება და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებია,” – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ტრანზიტი და ლოჯისტიკა არის პრიორიტეტული სექტორები, რადგან საქართველო ცდილობს სარგებელი მიიღოს 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შემდგომი შეჭრის შემდეგ შუა დერეფნის გასწვრივ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გაზრდილი ვაჭრობის შედეგად.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო იქნება
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენს Covid-19 დაუდასტურდა