“უნდათ, რომ კანდიდატი იყოს დოგმაში ჩამჯდარი”:მოსამართლე კოპალეიშვილი იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ

უნდათ, რომ კანდიდატი იყოს დოგმაში ჩამჯდარი, იმ აზროვნებაში, რომელიც მხოლოდ მათთვის არის მისაღები – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ პრეტენზიები აქვს მოსამართლეობის ყოფილ კანდიდატს მაია კოპალეიშვილს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს შესარჩევი კომისიის წევრები ქულებს მხოლოდ “მათთვის მისაღები” პირებისთვის იმეტებენ.

“დამრჩა განცდა, რომ მათ განსხვავებული ხედვა აქვთ, ვინ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და სხვა პირს გარედან არ უშვებენ ამ სისტემაში. უნდათ, რომ კანდიდატი იყოს დოგმაში ჩამჯდარი, იმ აზროვნებაში, რომელიც მხოლოდ მათთვის არის მისაღები და მისი ფართო სამართლებრივი დიაპაზონი არ აინტერესებთ. მათთვის მისაღებ პირებთან მიმართებით წერენ შესაბამის ქულებს მხოლოდ და თუ არ ხარ ასეთი, ამ ქულებს არ წერენ”.- ამბობს მაია კოპალეიშვილი

banner
წინა სტატიაში“ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძის კომენტარი
შემდეგი სტატია“პრობლემა ის კი არ არის, შალვა ნათელაშვილი რომ რაღაცებს ლაპარაკობს, პრობლემა ნათელაშვილის დონის ტყუილებია”