“უნდათ ბათუმი განმეორდეს? – განმეორდება”- ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია კანცელარიასთან

მთავრობის სხდომის დაწყებამდე ხმაური იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც დილიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები და ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები იმყოფებიან.

მოვაჭრეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, დაზარალებულებს გუშინ პრემიერი 24 საათის განმავლობაში შეხვედრას დაპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.

“”კვირიკაშვილმა პირობა დადო რომ 24 საათში შეგხვდებითო, რაც არ შეასრულა. რომ ჩამობრძანდებიან კანცელარიიდან უკან შემოხედვასაც არ კადრულობენ. ჩვენ ხალხი არ ვართ?! მრცხვენია, 45 დღეა ქუჩაში ვართ, 23 დღე ვშიმშილობთ და მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს… უნდათ ბათუმი განმეორდეს? განმეორდება, უარესი განმეორდება, ჯობს გამოვიდნენ და ხალხს ყურადღება მიაქციონ,” – განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ჩვენ საგაზაფხულო არდადეგები დავაბრუნეთ და იმედი მაქვს, მომავალი წლისთვის ეს მასშტაბი გაიზრდება
შემდეგი სტატიამოძრაობამ „თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო’’ დევნილებთან დაკავშირებით ალტერნატიული კონცეფცია შეიმუშავა