7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

“უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად!” – პროტესტის მე-18 დღე ირანში და ხამენეის რეჟიმის მუქარა მოქალაქეებს

ხამენეის რეჟიმი ისევ იმუქრება. პროტესტის მე-18 დღეს, რეჟიმი აანონსებს, რომ დააკავებენ ყველას, ვინც პროტესტს სათვეში ედგა.

“უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად”- ეს ირანის მთავარმა მოსამართლემ, ღილამჰოსეინ მოჰსენი-ეჯეიმ თქვა.

“ის ინდივიდები, რომლებიც ქუჩებში თავებს ჭრიდნენ ან წვავდნენ ადამიანებს, უმოკლეს ვადაში წარსდგებიან სასამართლოს წინაშე და დაისჯებიან. ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, თუ რამის გაკეთება გვინდა. რადგან თუ ორი ან სამი თვე მაინც დაველოდებით, შესაძლოა, ამას არანაირი ეფექტი აღარ ჰქონდეს.  ფინანსური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც, არის ის რაც დაგვეხმარება ხალხმა თავი უკეთესად იგრძნოს”, – განაცხადა მოსამართლემ. 

მინდა დავარწმუნო ხალხი, რომ ჩვენ დავაპატიმრებთ ყველა ტერორისტს, ყველაზე უკანასკნელამდე პოლიცია ჭკვიანია, ყველა, ვისაც აქ, ბროშურაში ხედავთ, არის პროტესტის ლიდერი, რომლებიც ჩვენ უკვე დავაკავეთ” – აცხადებს თეირანის პოლიციის უფროსი აჰმადრეზა რადანი. 

მუქარის მიუხედავად კი ირანში პროტესტი არ წყდება.

ცნობისთვის, ირანში 28 დეკემბრიდან გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი, რომელიც მძიმე ეკონომიკურმა კრიზისმა, ინფლაციამ და ხელისუფლების რეპრესიებმა გამოიწვია. აქციებს თან ახლავს ძალადობრივი ჩახშობა, ინტერნეტის ბლოკირება და ათასობით ადამიანის დაკავება. საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათიათასებს აღწევს, მაშინ როცა ირანის ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაბალ მაჩვენებლებს ასახელებს და ძალადობაში „ტერორისტულ ჯგუფებს“ ადანაშაულებს.

პროტესტების ფონზე თეირანი საგარეო საფრთხეებზეც საუბრობს და აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ რეგიონულ ქვეყნებს მკაცრი გაფრთხილებებით მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიტროტუარზე პროტესტის გამოხატვისთვის, სისხლის სამართლებრივი დევნა კახა მიქაიასაც ემუქრება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: “ირანელ დემონსტრანტს სიკვდილით აღარ დასჯიან”