„უნდა ვილაპარაკოთ ძალიან მძიმე საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის ოკუპაცია” – ირაკლი ალასანია ჯანელიძე-ლავროვის შესაძლო შეხვედრაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თავის რუს კოლეგასთან შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი.

როგორც ირაკლი ალასანია აცხადებს, თუ შედგება მსგავსი შეხვედრა, აუცილებელია წინაპირობა იყოს ის, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია და უნდა მოხდეს მათი დეოკუპაცია.

„უნდა ვილაპარაკოთ ძალიან მძიმე საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის ოკუპაცია, ამის გარეშე ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარება წარმოუდგენელია,“ – აღნიშნავს ირაკლი ალასანია.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საგაზეთო ინტერვიუში არ გამორიცხა შეხვედრა რუს კოლეგასთან.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
შემდეგი სტატია“საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- დავით ბაქრაძე