უნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება – მელია

ვანო მერაბიშვილმა “ენმ”-ში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს- აცხადებს პარტიის ლიდერი ნიკა მელია. მისი თქმით, არსებობს უამრავი საშუალება მერაბიშვილმა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს:

”ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ივანიშვილმა ოთხ კედელში გამოკეტა, მაგრამ უამრავი საშუალება არსებობს, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა თავისი სათქმელი თქვას. მითუმეტეს, როდესაც პარტიიდან მცირე გუნდი მიდის, ყრილობამდე უნდა ვიცოდეთ, ის ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება. იმედია, მის პოზიციას უახლოეს დღეებში შევიტყობთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიმათი მოქმედების მთავარი ხაზი პროცედურული ხრიკებია – აკაკი მინაშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე
შემდეგი სტატია„უწმინდესი მანქანაში ტიროდა…“ – პატრიარქის დაცვის უფროსი დუმილს არღვევს