სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ფერისცვალების დღესასწაულზე განაცხადა, რომ სულიერი ცვლილება მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებითა და მოთმინებით იწყება.
მისი თქმით, ფერისცვალება ნიშნავს უარესობიდან უკეთესობისკენ გარდაქმნას ღვთის თვალსაზრისით, რაშიც ადამიანს უფლის მადლი და სულიერი შრომა ეხმარება.
“ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, უნდა ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენნი, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით. თუ ვეცდებით და ასე ვიშრომებთ, უფალი შეგვეწევა, თავის მადლს მოგვცემს. გავა რამდენიმე თვე, თუ წელი და აღმოვაჩენთ, რომ ჩვენში ცვლილება მოხდა”,_ განაცხადა შიო მესამემ.















