რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა საჯაროდ აღიარა, რომ ქვეყანაში საწვავის მხრივ სერიოზული პრობლემები და დეფიციტია. მისი თქმით, სწორედ ამის გამო შეინიშნება რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან, ზოგიერთი მათგანი კი არასტაბილურად მუშაობს.
„დეფიციტი გასაგები მიზეზების გამო გაჩნდა, იმის გამო, რომ ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნაწილობრივ მწყობრიდან გამოდიან რემონტისთვის [დრონების] მოხვედრის გამო“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.















