“უნდა წავსულიყავი მუსიკალურში და დეიდამ არ გამაჩერა, ჩქარა წადიო” – დაღუპულთა ოჯახის წევრები ტრაგედიას იხსენებენ

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრები პირველ კომენტარებს აკეთებენ და 8 ოქტომბერს იხსენებენ.

“სამსახურში უნდა წავსულიყავი მუსიკალურში და დეიდამ არ გამაჩერა, ჩქარა წადი, ჩქარა წადი არ დაგაგვიანდესო. გამოვედი, ბიბლიოთეკას გამოვცილდი და გავიგონე საშინელი ხმა. გულმა არ მომითმინა, დავბრუნდი და ვნახე ეს საშინელება, ყველაფერი უცბად მოხდა. დეიდამ მე გადამარჩინა“, – ამბობს გარდაცვლილი 81 წლის წლის ქალის დისშვილი, რომელიც სახლიდან ტრაგედიამდე 10 წუთით გავიდა.

საქართველოში დღეს გლოვის დღეა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერა
შემდეგი სტატიათავისუფლება მესამე პრეზიდენტს- ხელმოწერების კიდევ ერთი პლატფორმა