რეჟისორი დათა თავაძე 20 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული მარშის მონაწილე ხდება – რეჟისორი დარწმუნებულია, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა უპრეცედენტო ერთიანობა ანახოს.
დათა თავაძის შეფასებით, “ქართული ოცნება” და საზოგადოება სხვადასხვა მხარეს დგას, ამიტომ აუცილებელია, რომ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე თითოეულმა ქართველმა ხმა აიმაღლოს და საკუთარი ევროპული და თავისუფალი არჩევანი დააფიქსიროს.
დიახ, ხალხი სხვა მხარეს დგას და ჩვენი ხელისუფლება, დღესდღეობით, სხვა მხარეს, ეს უნდა დაინახოს ყველამ არჩევნების წინ. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ კიდევ ერთხელ აუცილებლად, რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი. ვაჩვენებთ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია. დავდგებით ერთად, ისევ, დავუდგებით ერთმანეთს გვერდით და გავამყარებთ იმ ფრონტს, რომელიც ამ ქვეყანას ნათელ მომავალს, ახალ საქართველოს მოუტანს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკიდურესად მომწიფებულია ამ ცვლილებისთვის და სხვა გზა აღარ გვაქვს, გარდა ამ ცვლილებისა. მე მჯერა ამ ცვლილების”, – ამბობს დათა თავაძე.