უნდა შევასრულოთ დაპირებები და მკაფიო გზავნილი გადავცეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია – პერესი

ბატონებო და ქალბატონებო ევროპული საბჭოდან, თქვენ აზარალებთ ევროკავშირის იმიჯს, როდესაც არ ასრულებთ სიტყვას მათ წინაშე, რომლებიც მრავალი წელია, ელოდებიან ჩვენს კავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ირაცე გარსია პერესმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა.

„ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი დაპირებები და მკაფიო გზავნილი გადავცეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსი. ჩვენი ერთგულება ნათელია. გზა გრძელი იქნება, თუმცა ეს ამად ღირს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მან ასევე ევროპელ ლიდერებს ევროკავშირის შიდა პრობლემების გადაჭრისკენ მოუწოდა, მათ შორის სოციალური უთანასწორობის, მაღალი ინფლაციის, სურსათის ფასების მატებისა და პოპულიზმის ზრდის.

„გაფართოება – დიახ, თუმცა ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ სახლსაც“, – აღნიშნა ირაცე გარსია პერესმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – 2017 წელს, ჩვენი ინიციატივით კონსტიტუციაში ჩაიწერა, და დაფიქსირდა ურყევი ნება ქართველი ხალხისა, რომ საქართველოს სურს, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა. ამით მე ვფიქრობ, ყველა სპეკულაციაზე პასუხი გაცემულია
შემდეგი სტატიაარ შეიძლება, ვეტოზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოზიტიურად არ შევაფასო, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს ყოველთვის, მათ შორის დეკემბერში, როდესაც უმძიმესი შეფასება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან – კორძაია