უნდა შევაჩეროთ მოსამართლეთა უვადო გამწესება – ბესელია

უნდა შევაჩეროთ მოსამართლეთა უვადო გამწესება – ეს განცხადება, ეკა ბესელიამ გააკეთა. ბესელია მისი ინიციატივის შესახებ საუბრობს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესების 5 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.

ჯერ უცნობია დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ ცვლილებების პროექტს.

„უნდა შევაჩეროთ მოსამართლეთა უვადო გამწესება , რადგან კონსტიტუციით გარდამავალი დებულებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას 2025 წლამდე გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა. იქ საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს, გულში ვინ რას ფიქრობდა მე არ ვიცი, მაგრამ იმისთვის არი უმრავლესობის სხდომა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია უნდა ეთქვა.

იდეას პრინციპის დონეზე მოწინააღმდეგე არ ჰყავდა, ხმამაღლა ყოველ შემთხვევაში არ უთქვამს. ახლა საწინააღმდეგო ოპოზიციას აფიქსირებს იქ შეეტყო ,რომ ეს არ ესიამოვნა, მთავარი ეს არ არის, მთავარია , რომ პრინციპის დონეზე ვთქვით, საჭიროა გარკვეული პაუზა.

ვინც იცის კონსტიტუცია , ვინც იცის სამართლის ფილოსოფია, ვინც ერკვევა კანონებში მან უნდა ილაპარაკოს, არასერიოზულ კომენტარებზე მე დროს არ დავკარგავ“-ამბობს ბესელია.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : საქართველოს პოლიტიკური ბედი საქართველოში წყდება და არა ემოციურად დაძაბულ შეხვედრებზე
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივით გამოდის