უნდა შეიქმნას მედიის დაცვის უფრო მყარი გარანტიები – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს გააძლიეროს მედიის დაცვის მექანიზმები და შექმნას დაცვის უფრო მყარი გარანტიები. აღნიშნული რეკომენდაციით საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ახალარჩეულ პარლამენტს პირველ სხდომაზე მიმართა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს თავისუფალი და პლურალისტული მედია განსაზღვრავს. მისი განცხადებით, არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დარჩეს კითხვები საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. არ უნდა გვქონდეს გაუგებარი მიზეზით დახურული რეიტინგული თოქშოუები, ფარული თვალთვალი, შანტაჟი და მუქარა მედიის წარმომადგენლებზე; არ უნდა გვყავდეს სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები.

როგორც გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, მნიშვნელოვანია, მედიასთან დაკავშირებულ პროცესებში არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი.

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი. რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის შესამუშავებლად ევროკავშირის მისიის მოწვევისაკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაქვეყნის პრიორიტეტად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება დეოკუპაცია რჩება