“უნდა შეიცვალოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებში” – ლევან ბეჟაშვილი არჩევნების შედეგებზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი არჩვენების შედეგების არ ეთანხმება.

მისი თქმით, ქვეყანაში დაუყოვნებლივ შესაცვლელია პოლიტიკური ინსტრუმენტები.

„ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი სტრატეგია, ახალი ამოცანა, როგორ შევცვალოთ არსებული რეალობა, მაშინ როცა არჩევნები პრაქტიკულად გაუქმებულია. იქნება ეს საპროტესტო აქციები, იქნება ეს დიდ გაერთიანებაზე საუბარი, ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებში” – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე: “ოცნება” დიდი ალბათობით მესამე ვადით შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას
შემდეგი სტატიაNDI მედიას დღეს საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს