უნდა მოვამზადოთ საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის ერთობლივი წერილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2018 13:00

უნდა მოვამზადოთ საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის ერთობლივი წერილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით ბაქრაძე უმრავლესობას სთავაზობს, ​მომზადდეს საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის ერთობლივი წერილი, რომელთა ადრესატებიც იქნებიან აშშ-ის კონგრესი, ევროპარლამენტი, მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტები და მასში იქნება თხოვნა, შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ სანქციებს, რომელსაც ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია ითვალისწინებს.

დავით ბაქრაძის თქმით, პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება, სადაც დაფიქსირდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა და სანქცირების საკითხი, პირველი ნაბიჯი იყო და ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმაა აუცილებელი.

„ეს მეორე ნაბიჯი არის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა, რომ მათ მიერ მიღებული იქნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და შეუერთდნენ იმ სანქციებს, რომელსაც საქართველო შემოიღებს და დაამტკიცებს მკვლელებისა და დამნაშავეების მიმართ.

ჩვენ ვთავაზობთ უმრავლესობას, მიუხედავად ძალიან დიდი განსხვავებისა, რომელიც გვაქვს – მათ შორის, განსხვავებისა პრემიერის წერილთან დაკავშირებით, ჟენევის პროცესთან დაკავშირებით და მთელ რიგ სხვა საკითხებში, ერთობლივად ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან. უნდა მოვამზადოთ საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის ერთობლივი წერილი, რომელთა ადრესატებიც იქნებიან აშშ-ის კონგრესი, ევროპარლამენტი, მეგობარი სახელმწიფოების პარლამენტები და რომელი წერილითაც ყველა პარტნიორს და მეგობარს ვთხოვთ, შემოუერთდნენ სანქციებს და მხარი დაუჭირონ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას.

ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დავსაჯოთ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელები, დავსაჯოთ დამნაშავეები და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა მომავალში, რომ ვერც რუსეთის წარმომადგენლებმა და ვერც ადგილობრივი დე ფაქტო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ვეღარ გაბედონ ქართველების გატაცება, წამება და მკვლელობა, ამისთვის ერთობლივი წერილი იქნება ძალიან ძლიერი წერილი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2018 13:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics