უნდა მოხდეს საკითხის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება – კახაბერ ქემოკლიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 20, 2018 21:53

უნდა მოხდეს საკითხის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება – კახაბერ ქემოკლიძე

„დღევანდელი საღამოს მთავარი არის ის, რომ ცხედარი დაუბრუნდება ოჯახს. ცხედარი უკვე არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით გააკეთა.

სუს-ის ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც ის ოჯახს გადაეცემა.

„როგორც კი მოხდა ეს ინციდენტი, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი აამოქმედა, მათ შორის საერთაშორისო მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა, რომ ოჯახს ცხედარი, რაც შეიძლება, მალე დაბრუნებოდა. ცხედარი ახლა მიემართება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, რათა ჩაუტარდეს შესაბამისი საექსპერტო პროცედურები, ამის შემდეგ ის უკვე გადასვენებული იქნება ოჯახში,“ – აღნიშნა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩილ ტატუნაშვილის საქმეს სიღრმისეულად სწავლობს.

„ამ საკითხს სიღრმისეულად ვსწავლობთ. უნდა მოხდეს საკითხის სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიება და, თუ გამოიკვეთნენ ის პირები, რომელთაც გარკვეული დანაშული მიუძღვით, უნდა დაისაჯონ,“ – აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.

 

ცხედარი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. ცხედარს ჯერ თბილისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, რის შემდეგაც წილკანში, საკუთარ სახლში მიასვენებენ.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 20, 2018 21:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics