უნდა იმუშაო ისე ან იმდენად მართალი უნდა იყო, რომ მხარი დაგიჭიროს „ევრონესტის“ შემადგენლობაში შემავალმა ყველა ქვეყანამ – ანა წითლიძე

საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება, რომ მას ნდობა აქვს შერყეულ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოს ხელისუფლების რეზოლუციები არ გადის, არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რეპუტაცია აქვს შელახული.

„უნდა იმუშაო ისე ან იმდენად მართალი უნდა იყო, რომ მხარი დაგიჭიროს „ევრონესტის“ შემადგენლობაში შემავალმა ყველა ქვეყანამ. მე მაინტერესებს, რატომ აქვს საქართველოს ხელისუფლებას და ივანიშვილის პარტიას ისე შელახული რეპუტაცია, რომ „ევრონესტზე“ ჩავარდა ეს რეზოლუცია. რატომ ვერ მოიპოვა მან უკრაინელების მხარდაჭერა და არა მხოლოდ უკრაინელების, რადგან ამასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ მოლდოველებსაც“, – განაცხადა წითლიძემ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

banner
წინა სტატიაშიისრაელში საქართველოდან გენეტიკური დეფექტის მქონე კვერცხუჯრედები შეიტანეს
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, Swissôtel Tbilisi გაიხსნა