უნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად-ბოკერია ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

„უნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად, უმკაცრესად და უნდა იყოს პოლიტიკურად კეთროვანი ყველასთვის,“ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შესაძლო გავრცელებას.

ბოკერიას თქმით, საგამოძიებო უწყებები არ რეაგირებენ მომხდარზე და ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი ფაქტები გახშირდა.

„უნდა იყოს დასჯილი ლეგიტიმურად, უმკაცრესად და უნდა იყოს პოლიტიკურად კეთროვანი ყველასთვის. ეს არის, რაც ჩვენ გვინდა და ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია. ყველაზე უფრო მძიმე ვითარება არის, თუკი პირდაპირი ნიშნები არსებობს პოლიტიკური მიმდინარე დისკუსიისას ამის გამოყენების და შემდეგ „გამოძიებას“ არაფერი არ მოაქვს. ეს არის ყველაზე მძიმე ვითარება, რაც ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში ამ ხელისუფლების პირობებში,“ – ამბობს ბოკერია.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხულმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ისაუბრა. ის აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გუშინ ღამით გავრცელდა. ჭიჭინაძის შეფასებით, უკვე ბინძური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს ბრძოლა.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ჩანაწერებით ბინძური ბრძოლა დაიწყო ამ ხელისუფლებამ და მეშვიდე წელია გრძელდება – გოცირიძე
შემდეგი სტატიამოუწევთ, ყურებზე დადგნენ სამართალდამცავი უწყებები – გოგიჩაიშვილი ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე