“უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის, რუსეთის ნდობა არ შეიძლება”

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

ევრო კავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მოახლოვების პარალელურად რუსეთის გააქტიურებას ოპოზიცია ეხმაურება. გუშინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ გადაადგილების ნება დართოს. ოპოზიცია ევროინტეგრაციის შეფერხების მცდელობაზე ლაპარაკობს.

“უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის ნდობა, რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ამას ყოველთვის აქვს გარკვეული ფასი, მათ გუშინ არც დამალეს და თქვეს, რომ ისინი მოითხოვენ საქართველოსგან მხარდაჭერას საერთაშორისო ასპარეზზე,” – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი.

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულად ფრთხილი უნდა იყოს. გიორგი ბარამიძის თქმით, რუსეთის განცხადება სინქრონშია ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან. უმცირესობის დეპუტატის განმარტებით, რუსეთი ცდილობს ხალხის გულის მოგების თვალსაზრისით, კონკურენცია გაუწიოს ევროკავშირს.

banner
წინა სტატიაში„ეს ასევე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამოძახილია”
შემდეგი სტატია“ერთ ქვეყანაში – თბილისში, სოხუმში და ცხინვალში სამი საელჩო არ შეიძლება იყოს” – დავით ბერძენიშვილი