“უნდა გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა “მაესტროს” საქმეში”

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება “მაესტროს” წილების და დირექტორების საქმეში ვერ ჩაერევა და მათ თავიანთ საქმეს უნდა მიხედონ.

ხიდაშელი ასევე განმარტავს, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრი გია გაჩეჩილაძეს შეხვდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ის მოვლენები, რომელიც შემდეგ “მაესტროში” განვითარდა.

“როდესაც მათი შეხვედრა შედგა არავინ იცოდა იმ ამბებზე, რაც თურმე “მაესტროში” ხდებოდა. უნდა გიხაროდეთ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ერევა “მაესტროს” საქმეში. იმ დღეს, რა დღესაც მე დავიწყებ კომენტარის გაკეთებას “მაესტროს” მესაკუთრეებთან, დირექტორებთან, წილებთან დაკავშირებით ჩათვალეთ, რომ დავბრუნდები მიხეილ სააკაშვილის ეპოქაში”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი: თბილისის აეროპორტის სანახევროდ გაჩერებაზე პასუხისმგებლები პირადად კვირიკაშვილი და ივანიშვილი არიან
შემდეგი სტატიავინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად