“მაგრად მეცინებოდა, დელფოსის ფორუმზე რომ იყო მაკა ბოჭორიშვილი, ვითომ შემთხვევით კორიდორში შეხვდა… უნდა გენახა, რას ეზასავებოდა, როგორ ეცა ეს მარტა კოსი ბოჭორიშვილს, ჩემი თვალით ვნახე, მივარდა, გადახვია, გადაკოცნა”, – თქვა კინორეჟისორმა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტმა, გოგა ხაინდრავამ POSTV-ს ეთერში.
ცნობისთვის, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 23 აპრილს საბერძნეთში “დელფოსის ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც ასევე მონაწილეობდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.

















