უნდა გავუძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის აგრესიულობა გაიზრდება – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომ მან მოითხოვა დამატებითი სანქციების დაწესება აგრესორისთვის. ბორელმა რადიო France Info-ს ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ უნდა გავუძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ქმედებების აგრესიულობა მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის საბრძოლო საშუალების მიწოდება, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა” – აღნიშნა ბორელმა.

მისი თქმით, „რუსული ეკონომიკა უკვე იწყებს გაჩერებას“ და შემდგომი სანქციებით ზეწოლა, უკრაინას საშუალებას მისცემს პოზიციები გაიმყაროს მოლაპარაკებებში.

ბორელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპა შეთანხმდება სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც მოიცავს ნავთობის ემბარგოსა და Sberbank-ის SWIFT-იდან გათიშვას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან შეხვედრისას ხაზი გავუსვით ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებულ თანამშრომლობას
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა