„უნდა გავარკვიოთ ხომ არ არის ხელოვნური დაძაბულობისთვის გამოწვეული ამბავი“ – ბესელია მარნეულში არსებულ სიტუაციაზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მარნეულის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. უმრავლესობის წევრის განცხადებით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ სიტუაციის დაძაბვა ხელოვნურად ხდება.

დეპუტატი ოპონენტებს მიმართავს და მოუდოწებს, დაძაბულობის შექმნას ხელი არ შეუწყონ:

„იმ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ, ვინც „ევროპულმა საქართველომ“ გვაჩვენა. ასევე ჩვენს კანდიდატსაც უნდა დაველაპარაკოთ და რეალურად გავარკვიოთ, რა მოხდა და ეს ხომ არ არის ხელოვნური დაძაბულობისთვის გამოწვეული ამბავი.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე და სიწყნარე იყოს. დაძაბულობა არავის არ უნდა, პირველ რიგში, ჩვენ. ზედმეტი დაძაბულობა არ გვსურს, რადგან ჩვენს ინტერესებშია არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს. ყველას მინდა ვთხოვო, რომ არათუ ხელი არ უნდა შეუწყონ დაძაბულობასა და ასეთი ფაქტების ინსპირირებას, არამედ პირიქით, ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ ხმა მშვიდ გარემოში იმას მისცენ, ვისაც ენდობიან“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაევროპული საქართველოს აქტივისტის თქმით, “ოცნების” კანდიდატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა