უნდა გავაერთიანოთ მთელი ძალა, რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა – რუსეთის პატრიარქი

„რუსული მართლმადიდებლური ეკლესია არის ერთადერთი საბჭოთა ინსტიტუტი, რომელიც არ იყო რეფორმირებული“

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მისი მისამართით დასავლეთის ბრალდებებს, რომ მილიტარისტულ განცხადებებს აკეთებს, სისულელეს უწოდებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მისი განცხადებით, რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას და არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს.

„ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ: ჩვენი ნამდვილი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა იმ მსოფლიო ძალაუფლების ცენტრებისგან, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, მტრული განწყობა აქვთ რუსეთის მიმართ. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალა, სულიერიც და მატერიალურიც, რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა. და ჩემი სიტყვები არ არის ის, რისი დახასიათებაც სურთ ოპონენტებს, როგორც პატრიარქის მორიგი მილიტარისტული გამოსვლა. ეს ყველაფერი სისულელეა”, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კვირას შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში წირვის შემდეგ.

მისი თქმით, ამ დღეებში ის და მთელი ეკლესია განსაკუთრებით ლოცულობენ, რომ ღმერთმა დაიცვას მტრებისგან და ხალხი გაერთიანდეს, გადალახონ ყველა უთანხმოება ცხოვრებაში და ქვეყნის დასაცავად.

„რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას, არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს, არავისგან არ სურს რესურების ამოქაჩვა, როგორც ამას აკეთებს უმეტესობა მდიდარი და ძლიერი ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც ახდენენ სუსტი ქვეყნების ოკუპაციას. ჩვენ ეს ყველაფერი არ გვჭირდება, რადგან ჩვენ თვითკმარი ვართ“ , – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშიშეერთებული შტატების პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა
შემდეგი სტატია77 წლის შემდეგ, ბოროტების ხელახალი დაბადება ვერ შევამჩნიეთ – ზელენსკი