“უნდა გაქრე… შენ რომ ამას გააკეთებ, მიიღებ 500 ლარს” (video)

ფოთის 23-ე საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს თანხა შესთავაზეს. ოპოზიოციამ ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც წარადგინა.

გაერთიანებული ოპოზიციის რეგისტრატორმი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მივიდა და დღის მეორე ნახევარში, 05:00 საათიდან 06:00 საათამდე მას საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა. ამის სანაცვლოდ „ოცნების“ წარმომადგენელმა გარკვეული თანხა შეთავაზა.

„უნდა გაქრე ან წახვიდე ხმის მისაცემად, ვიცით, სადაც აძლევ ხმას, ან საჭმელად ჩახვიდე… შენ რომ ამას გააკეთებ, შენ ჩვენგან მიიღებ 500 ლარს,“ – ამის შესახებ საუბრობს, სავარაუდოდ, „ოცნების“ წარმომადგენელი აუდიოჩანაწერში.

გაერთიანებული ოპოზიციის რეგისტრატორი ამბობს, რომ ამ პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გეგმავდნენ ამომრჩევლის მობილიზებას.

„ის ადამიანი ითხოვდა უშუალოდ 05:00-დან 06:00 საათის მონაკვეთში, ერთი საათით, მე უბნიდან უნდა გავსულიყავი და ის მოიყვანდა მისთვის სასურველ ადამიანებს, თავიანთ რეგისტრატორებთან, რომლებიც არიან მისთვის გამწვანებულები. ესენი ითხოვდნენ ამ შეთავაზების მოთხოვნის მიღებას ჩემზე, რის სანაცვლოდ იძლეოდნენ 500 ლარს პირველ ეტაპზე. მეორე ეტაპზე, ანუ არჩევნების დასრულებისთანავე, მეორე 500 ლარს,“ – ამბობს რეგისტრატორი.

 

https://youtu.be/foz4giCIKu0

banner
წინა სტატიაშიქუთაისის 118-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა 10 წლის წინ გარდაცვლილი შვილი იპოვა
შემდეგი სტატია„ოდიშის“ გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ (VIDEO)