უნდა გამოვხატოთ მადლიერება სასულიერო პირების მიმართ, ვინც აპროტესტებს ერის გადაშენების ნარკოკარტელურ გეგმას

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 16, 2018 12:12

უნდა გამოვხატოთ მადლიერება სასულიერო პირების მიმართ, ვინც აპროტესტებს ერის გადაშენების ნარკოკარტელურ გეგმას

მნიშვნელოვანი

  • სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან გვიან ღამით პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. მანამდე მათ მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.

სხვა სტატიები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მადლიერება უნდა გამოვხატოთ იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც მარიხუანას შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს.

„ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ. ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა!“ – წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“.

მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით, სასულიერო პირები დღეს სამების ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობენ.

სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულოსთან გვიან ღამით პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მარიხუანას ლეგალურ კულტივაციას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. მანამდე მათ მარიხუანას საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 16, 2018 12:12

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics