“უნდა გადავწყვიტოთ, გამოცდებისთვის მოსამზადებელი უნდა იყოს სკოლა, თუ ცხოვრებისთვის”

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლაში რამდენიმე პრობლემაა, რის მოგვარებასაც გეგმავს.

“ერთი პრობლემა არის სკოლის დანიშნულების გააზრება, ანუ რისთვის ამზადებს სკოლა მოსწავლეს. დღევანდელი სკოლა მისადაგებულია, რომ ბავშვმა ჩააბაროს გამოცდები. თუმცა, მივიჩნევ, რომ სკოლა მოსწავლეს უნდა ამზადებდეს ცხოვრებისთვის. თუ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ამზადებ სპორტს და ჯანმრთელობას დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა გადავწყვიტოთ, გამოცდებისთვის მოსამზადებელი უნდა იყოს სკოლა, თუ ცხოვრებისთვის. ვაპირებ, დავიცვა მოსაზრება, რომ სკოლა ცხოვრებისთვის მოსამზადებელი უნდა იყოს”, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე პარლამენტის კომიტეტების მომავალ თავმჯდომარეებთან შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ფერეიდნელ ქართველებს საქართველოსთან კავშირში ხელი უნდა შევუწყოთ