„უნდა გადაწყვიტოს მსოფლიომ: ივანიშვილის ოლიგარქიული, ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი თუ საქართველოსთან მეგობრობა“ – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოში არსებულ მძიმე ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის.

„ყოფნა-არყოფნის ჟამი უდგას საქართველოს. დღეს უნდა ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს: ივანიშვილი თუ საქართველო. ასევე, უნდა გადაწყვიტოს მსოფლიომ და ჩვენმა მოკავშირეებმა, ივანიშვილის ოლიგარქიული, ძირგამომპალი, კორუმპირებული რეჟიმი თუ საქართველოსთან მეგობრობა და მასთან ერთად განვითარება და მომავალში სიარული. ამ თემებზე იწყება კონგრესმენებთან, სენატორებთან ფართო დისკუსიები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამერიკელი მეგობრები დავარწმუნო საქართველოს პერსპექტიულ მომავალში და ივანიშვილის სრულ უპერსპექტივობაში, რომლის მოკავშირეობა კი არა, რომელზეც ხელის ჩამორთმევაც კი სირცხვილია მთელი მსოფლიოსათვის, არათუ საქართველოსთვის,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიისევე გრძელდება ადგილობრივი არჩევნები, როგორიც საპრეზიდენტო იყო – ვაშაძე
შემდეგი სტატიატაქსების რეფორმა- იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც ვაუჩერული დაფინანსებით შეუძლიათ ისარგებლონ