„უნდა გადაიხედოს მთელი სტაფი“ – ნინო ზაუტაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პერსონალის შემადგენლობის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს, საზ.მაუს გენერალური დირექტორობის კანდიდატი ნინო ზაუტაშვილი:

„მინდა გითხრათ, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ოღონდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი – როგორ? უნდა გადაიხედოს მთელი სტაფი, ადამიანები, რომლებიც დღეს მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. თუ ადამიანი სამსახურში საერთოდ არ დადის, თუ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ნულის ტოლი, შენ იმ ადამიანს აძლევ შანსს, გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი უნარები, თუ ეს შემოქმედებითი უნარები ვერ გამოვლინდა და თუ ეს ადამიანი მხოლოდ იმისთვის არის გაფორმებული, რომ ხელფასი აიღოს, ასეთი რამ შეურაცხმყოფელია იმ დანარჩენი ადამიანებისთვის, რომლებიც ძალიან კარგ საქმეებს აკეთებენ ამ არხზე და ქმნიან პროდუქციას. განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც კაპიკებზე მუშაობს მაგალითად რადიოში“, – განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში ხანძარს 77 წლის მოხუცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია„ჩვენმა ოპონენტებმა სოფლის სკოლები გააუბედურეს“ – ჯეჯელავა