“უნდა გადადგეს შს მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი” – რომან გოცირიძე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 5, 2019 16:58

“უნდა გადადგეს შს მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი” – რომან გოცირიძე

„ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია რომ უნდა გადადგეს პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე საუბრისას გააკეთა.

რაც შეეხება ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ დაყენებულ ინიციატივას პარტია მხარს დაუჭერს.

„ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია რომ უნდა გადადგეს პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მათ უნდა აგონ პასუხი იმ ძალადობაზე, რაც იქნა ჩადენილი “თიბისი” ბანკის მიმართ. ხოლო რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიას, ჩვენ რა თქმა უნდა დავუჭერთ მხარს, ეს ბერკეტიც უნდა იყოს გამოყენებული. მიუხედავად იმისა რომ ეს ხანგრძლივ პროცედურებს შეიცავს, ხოლო “თიბისი ბანკი”, დღესვე არის გადასაწყვეტი ეს პრობლემა, ვინაიდან მაისში ან ივნისში სერიოზული პრობლემები შეექმნება ანაკლიის პროექტს თუკი არ გაირკვა ის რომ არავითარი ფულის გათეთრება აქ არ ხდებოდა და პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს “თიბისი ბანკის” აქციონერების წინააღმდეგ,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სკანდალური განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გუშინ გააკეთა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მისწერა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადებით, შს მინისტრმა მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.

ხაზარაძის განმარტებით, არც მან და არც მისმა პარტნიორებმა გახარიას მოთხოვნები არ შეასრულეს და არც მომავალში შეასრულებენ. ბრალდებები უარყო შინაგან საქმეთა მინისტრმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 5, 2019 16:58

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics