უნდა გააქტიურდეს მუშაობა EU-ს ახალ სასანქციო პაკეტზე, მე-11 პაკეტის შემდეგ პაუზა დიდხანს გაჭიანურდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ დარწმუნებულია უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს შეუძლია მოიგოს კონფრონტაცია რუსეთთან.

“მაგრამ ჩვენი გამარჯვება პირდაპირ დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე: რაც უფრო ძლიერ და პრინციპულ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი. დასრულდება სამართლიანად. დასრულდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით და მშვიდობის საიმედო გარანტიით მთელი ევროპისთვის”, – თქვა ზელენსკიმ.
მან მინისტრებს უთხრა, რომ უკრაინას, მუდმივად სჭირდება ახალი თავდაცვისა და დიპლომატიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სანქციების შესახებ ნაბიჯების გადადგმა.

“რუსეთზე სანქციების ზეწოლა აშკარად არ არის საკმარისი, ძვირფასო პარტნიორებო. ეს, უპირველეს ყოვლისა, აშკარაა რუსი ტერორისტების მიერ დრონებით დარტყმებისა და საჰაერო დარტყმების მზარდი რაოდენობით.
მეტი ერთობლივი მუშაობაა საჭირო რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი ფორმისა და სქემის წინააღმდეგ. რუსეთისთვის ნებისმიერი მიწოდება, რომელიც მას სამხედრო წარმოების გაზრდის საშუალებას აძლევს, უნდა შეწყდეს. ეს აშკარა ინტერესშია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოში ყველასთვის, ვისაც სურს ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. და მე მადლობას ვუხდი მათ, ვინც უკვე აქტიურად გვეხმარება სანქციების გვერდის ავლის აღკვეთაში.
ასევე უნდა გააქტიურდეს ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის შემუშავება. სანქციებში ნებისმიერი პაუზა ახანგრძლივებს რუსულ აგრესიას, და მე-11 სანქციების პაკეტის შემდეგ პაუზა უკვე ძალიან დიდხანს გაჭიანურდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 279 440 სამხედრო დაკარგა
შემდეგი სტატიაკობახიძე – სერიოზულად ვერც განიხილავ ე.წ. არგუმენტებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა წარმოადგინა