უნდა დავსვათ კითხვა, თუ რატომ ვემორჩილებით ამ სისხლიანი ჯალათების დამამცირებელ მმართველობას?

დღეს სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა გიორგი გიორგანაშვილს, ბახალას.
აღარ აქვს აზრი იმაზე ლაპარაკს, რომ იგივე სასამართლო მკვლელების, ჯაშუშების, მოძალადეების და რეციდივისტების მიმართ გაცილებით ლოიალურია და ხშირად სასამართლო დარბაზიდან ათავისუფლებს მათ.
აღარ აქვს აზრი საუბარს ნარკოტიკის ჩადების სამარცხვინო პრაქტიკაზე, რომელიც თითქმის ყველას შეეხო პირდაპირ ან ირიბად და ჯოჯოხეთად გადაიქცა ადამიანებისთვის.
ნონსენსია, რომ ეს მთავრობა ოდესმე ლიბერალური ნარკოპოლიტიკისკენ გადადგამს ნაბიჯს.

დღეს მთავრობა ძალადობს მთელ საზოგადოებაზე – ნარკომომხმარებელზე, პოლიტიკურ ოპონენტზე, უბრალოდ ყველა მოქალაქეზე, რომელიც თვალში არ მოუვა. ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება: უნდა დააშინო და ციხეებში ჩაყარო ხალხი, რათა არავინ გაბედოს კორუფციაზე, ძარცვაზე, ბიუჯეტის განიავებაზე, ფანტასტიკურ პრემიებზე და ტოტალურ ქურდობაზე.

ცალ-ცალკე არაფერი არ გამოვა.
ახლა ყველა შეურაცხყოფილის და სამოქალაქო ღირსების მქონე ადამიანის გაერთიანების დროა.

ყველამ ერთად უნდა დავსვათ კითხვა, თუ რატომ ვემორჩილებით ამ სისხლიანი ჯალათების დამამცირებელ მმართველობას?
ერთხელ უნდა გავბედოთ, დავძლიოთ შიში და ვთქვათ, რომ თავისუფალი ხალხი ვართ, რომელიც არ აიტანს ამ უწიგნური არამზადების დიქტატურას.

… ერთად მოვიცილოთ მკვლელობების, ადამიანთა გაუჩინარების, დამცირების, დაშინების, მოტაცების და მკვლელობების ჩამდენები მოძალადეები და ეს იქნება ძეგლი დამცირებულთათვის, საპყრობილეებში ჩაყრილთათვის, გატეხილებისთვის. ნაწამები ოჯახებისთვის.

 

 

ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაშიარც ერთ მოქალაქეს არ სიამოვნებს წავიდეს ქვეყნიდან და თავშესაფარი ეძებოს ევროპაში, ამას გაჭირვება აიძულებს
შემდეგი სტატიათბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის ვადამ გადაიწია