“უნდა დავფიქრდეთ”- აღიარებს თუ არა ხელისუფლება იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად?

ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რაც ქართელ ხალხს გააჩნია- აცხადებს უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი:

“საქართველოს ხელისუფლება იმ ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, რომელიც ჩვენს ხალხს გააჩნია. აშშ-ს საკმაოდ მძლავრი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ჩვენ კი, სანამ რაიმე მსგავს ნაბიჯს გადავდგამთ, უნდა დავფიქრდეთ, მითუმეტეს, ასეთ ცხელ წერტილთან მიმართებაში”, – განაცხადა ვოლსკიმ.

აპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი საქართველოს პრემიერს ღია წერილით მიმართავს და იერუსალიმის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაში13 წელი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის – თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ მერიას შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს