უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს – მამუკა მდინარაძე რუსების მიერ სამხედროების დაკავებაზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 30, 2018 15:58

უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს – მამუკა მდინარაძე რუსების მიერ სამხედროების დაკავებაზე

მნიშვნელოვანი

  • სამდღიანი დაკავების შემდეგ ქართველი სამხედროები რუსულმა მხარემ საქართველოს გადმოსცა.

სხვა სტატიები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის, თქმით, ამ ეტაპზე დასკვნების გამოტანა ნააადრევია და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს საზოგადოება.

„უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთ იქცევა ოკუპანტი ქვეყანა, ეს არის მოცემულობა და რეალობა, რომელიც სამწუხაროდ გვაქვს, თუმცა, ჩვენ ამას ვუპირისპირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციებს, სადაც ჩვენ ვმუშაობთ წარმატებულად და ხშირ შემთხვევაში გამოგვდის კიდევაც, რომ ნაკლები მორალური და ფიზიკური დანაკარგებით აღმოვფხვრათ ხოლმე ასეთი საკითხები და გადავწყვიტოთ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

სამდღიანი დაკავების შემდეგ ქართველი სამხედროები რუსულმა მხარემ საქართველოს გადმოსცა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 30, 2018 15:58

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics