„უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი” – ბატიაშვილი გეგეშიძის საქმეზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იმედს იტოვებს, რომ ჭიდაობის ფედერაციაში დაწყებული დაპირისპირება ძალიან მალე დასრულდება და სპორტსმენები ჩვეულ გარემოს დაუბრუნდებიან.

ბატიაშვილის თქმით, წელს სპორტსმენებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურნირებია დაგეგმილი, რის გამოც აუცილებელია ფედერაციაში სიმშვიდე და სამუშაო რეჟიმი შენარჩუნდეს.

„უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და თუ რამე გადაწყვეტილება მოჰყვება ამას, უკვე იქიდან გამომდინარე… რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს, ქართულ სპორტს პირველ რიგში სჭირდება მშვიდი გარემო იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი გველოდება.

ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირია, ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი პერიოდის. ჩვენ თუ არ შევქმნით ყველა ერთად ამაში მშვიდ გარემოს რთული იქნება მუშაობა. მჯერა ეს ძალიან სწრაფად დასრულდება სპორტსმენები დაუბრუნდებიან თავსი გარემოს,“-აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება – ზალკალიანი
შემდეგი სტატიაავაქიანის ძეგლის გახსნა იყო პროვოკაცია – აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს