„ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი რაც შეიძლება მალე, რათა მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
ამავე ცნობით, უკრაინას სურს ლიდერთა მეორე სამიტის გამართვა, რომელიც სავარაუდოდ წელს გაიმართება, რათა გზა გაუხსნას საომარი მოქმედებების დასრულებას.
„მეორე სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოდინი არის ის, რომ ის შექმნის საომარი მოქმედებების შეწყვეტის ძირითად წინაპირობებს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი რაც შეიძლება მალე, რათა მივაღწიოთ სამართლიან მშვიდობას“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, შეხვედრა, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში გაიმართება.
ამ შეხვედრაში ჩინეთის მონაწილეობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია უკრაინისთვის.
როგორც ერმაკმა აღნიშნა, პეკინი არის „დიდი მოთამაშე, რომელსაც ნამდვილად შეუძლია გავლენა მოახდინოს რუსეთზე“.