“უნდა დავამტკიცოთ, რომ სამხერეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველების ეთინური წმენდა მოხდა”

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შუამდგომლობაში, რომელსაც ქართული მხარე პროკურორს წარუდნეგს ორ ძირითად მიმართულებაზეა აქცენტი გაკეთებული.

მინისტრის განმარტავს, რომ ქართულ მხარეს ეთნიკური წმენდის დასამტკიცებლად საჭიროზე მეტი მტკიცებულება აქვს და მათი დამაჯერებლობის გამო, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად სწორედ ეთნოწმენდაა დასახელებული.

„დაწყებული გვაქვს წინა შემოდგიმიდან მუშაობა იმ შუამდგომლობებზე, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მერე, პროკურორს წარვუდგინოთ. რა თქმა უნდა აქცენტები არ იცვლება და ჩვენ გამოძიების ბოლომდე, მანამ სანამ არ დადგინდება შეჭმარიტება, აქცეტნს გავაკეთებთ ორ მნიშვნელოვან რამეზე. პირველია ეთნიკური წმენდა, ის რაც მოხდა ომამდე, ომის დროს და ოქტომბრის პერიოდამდე, როგორც ეს ნათქვამია სასმარათლოს გადაწყვეტილებაში. არამხოლოდ ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასებების დონეზეც დავამტკიცოთ, რომ სამხერეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ნაწილია, მართლაც არის მომხდარი ქართველების ეთინური წმენდა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მიმართულება. მტკიცებულებები გვაქვს იმაზე მეტი ვიდრე დაგვჭირდებოდა და როგორც ხედავთ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სწორედ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, იმიტომ, რომ მტკიცებულებები არის დამაჯერებელი, არის სწორედ ეს მიმართულება. ამიტომ ჩვენ აქ გვაქვს სრული თანხვედრა. რაც შეეხება მეორე საკითხს, ჩვენ მივესალმებით იმას, რომ თბილისში შეხვედრის შემდეგ, სწორედ ყველა ტიპის რომის სტატუტიდან გამომდინარე აქვს პროკურორს ნებართვა მიღებული, რომ ჩვენ გვეხსნება გზა იქითკენ, რათა ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვა სამხედრო ტყვეების მკვლელობის თემაზეც ვიმუშაოთ ჰააგის პროკურორთან ერთად. ეს არის ძირითადად ის ორი სტრატეგიული მიმართულება რაც გვაქვს, გარდა ზოგადი და მნიშვნელოვანი კონტექსტისა, რაც არის ცალსახად ამ გადაწყვეტილებაში”, – განაცხდა წულუკიანმა.

https://youtu.be/dYs8WSBDhfg

banner
წინა სტატიაშივაზიანის სამხედრო ბაზაზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ფაქტია ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება რომ ერთწლიანი პროცედურა არ იქნება”