უნდა დასრულდეს ქალებზე ძალადობა არ იგულისხმება მარტო შანტაჟი – ხაზარაძე

უნდა დასრულდეს ქალებზე ძალადობა არ იგულისხმება მარტო შანტაჟი – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამაარსებელი მამუკა ხაზარაძე, მართველი გუნდის ყოფილი წევრის ეკა ბესელიას და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ბიზნესმენი სოლიდარობას უცხადებს დეპუტატ ეკა ბესელიას. ამის შესახებ მან გადაცემა რეაქციაში საუბრისას გააკეთა.

“თუნდაც ის ფაქტი, რაც დღეს მოვისმინეთ, ეს არანაირ კაცურ, არანაირ ქართულ საქციელში არ ეწერება, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ პარლამენტიდან. ქალის მიმართ დამოკიდებულებაში არ ეწერება და, საერთოდ, ეს ამ ხელისუფლების ხელწერაა, რომელიც გადმოიღო ძალიან კარგად წინა ხელისუფლებისგან. ეს ნიშნავს, რომ არაფერი არ განადგურებულა და ყველაფერი მათ ხელშია”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ფარული კადრების გავრცელება არის ადამიანის უფლებების სერიოზული შელახვა და ის კანონის უმკაცრესი ზომით უნდა ისჯებოდეს.

“ყველა ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ქალებზე ძალადობა. არ იგულისხმება მარტო შანტაჟი”, – აცხადებს ის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის საელჩო შვეიცარიის შუამავლობით დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მიესალმება
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე – გადაიდგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ