უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერად ან/და ფიზიკურად ძალადობენ – იან კელი კობახიძის თავდასხმაზე

იან კელი

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება. “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე ძალადობენ როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. მისივე თქმით, ეს ევროინტეგრაციის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი იყო.

ნებისმიერ დროს, როდესაც გააკეთებთ ძალიან მტრულ განცხადებებს მედიის წინააღმდეგ, ეს ძალიან სახიფათოა. თქვენ იცით, რომ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მედია ადამიანების მტერია. ეს ჩემთვის ამაზრზენია. პირადული და შეურაცხმყოფელი თავდასხმები ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, ძალიან ცუდად მეტყველებს იმაზე, ვინც ქვეყანას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ადამიანებს ესხმიან თავს და ჟურნალისტები თავიანთი საქმის გაკეთებას ცდილობენ.

ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა კი სწორედ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერაა და არა მასზე თავდასხმა. სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ისინი, ვინც ფიზიკურად ან/და სიტყვიერად ძალადობენ მედიის წარმომადგენლებზე. ვფიქრობ, კობახიძის ქცევა ძალიან დიდი ნაბიჯი იყო იმის საწინააღმდეგოდ, რომ ევროკავშირის პირობები განხორციელდე, – ამბობს იან კელი.

წინა სტატიაშიისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის მზადაა ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგისთვის
შემდეგი სტატიაპუტინმა ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა, თურქულ კომპანიაში კი განაცხადეს, რომ პუტინს თავის უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდიან – სიენენ თურქი