“უნდა ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები” – როგორ უნდა აარიდოს თავი საქართველომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს?!

რა ნაბიჯები უნდა გადადგას “ოცნებამ” უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად? – კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ორ ნაბიჯს ასახელებს.

ოპოზიციონერის თქმით, ივანიშვილის გუნდმა უნდა ჩანიშნოს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტიკური არჩევნები.

მისი განცხადებით, თუ “ოცნება” ამას არ გააკეთებს, “რაღაც ეტაპზე აუცილებლად დაგება დრო, როდესაც ქვეყანას უვიზო მიმოსვლა გაუუქმდება”.

“ქართული ოცნების” წევრებს ჯერ გაუუქმდათ დიპლომატიური პასპორტები, შემდგომი ეტაპი იქნება მათთვსი უკვე უვიზო რეჟიმის შეჩერება. “ოცნების” წევრებს დასჭირდებათ აიღონ ვიზა, რომ გადაადგილდნენ ევროპაში. მეორე, როდესაც “ოცნება” ინარჩუნებს ავტოკრატიულ გზას, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ ათავისუფლებს პატიმრებს და არ ნიშნავს ახალ არჩევნებს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დემოკრატია კვლავაც რეგრესს განიცდის და რაღაც ეტაპზე აუცილებლად დაგება დრო, როდესაც ქვეყანას მოუწევს უვიზო მიმოსვლის გაუქმება.

“ოცნებას” თუ უნდა დარჩეს უვიზო მიმოსვლა მათაც და ქვეყანასაც, აუცილებელია გადადგას ორი მარტივი ნაბიჯი – ჩანიშნოს ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები”, – ამბობს ბუტიკაშვილი.

„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ – ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.

banner
წინა სტატიაში“პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ან აწი აპირებენ წასვლას” – ნინო კალანდაძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე
შემდეგი სტატია“უკრაინა პუტინს ქვეყანაში პოტენციური საარჩევნო პროცესების კონტროლის უფლებას არ მისცემს” – ზელენსკი