R უმტკივნეულოა თუ არა თმის გადანერგვა–თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზი“

თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის“

 

თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის“თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის“რამდენს ხანს გრძელდება და შეიძლება თუ არა თმის გადანერგვა დიაბეტის, გულის და სხვა დაავადებების დროს

 

თმის ცვენა (ალოპეცია) დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. მკურნალობის ორი მედოთი არსებობს _ მედიკამენტოზური და ქირურგიული, ანუ გადანერგვა, თუმცა ვიდრე მკურნალობა დაიწყება, აუცილებელია, დადგინდეს, თუ რა არის ალოპეციის მიზეზი. „როცა პაციენტს მუცლის მარჯვენა ქვემო ნახევარში ტკივილი აქვს და მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი დაისმევა, აპენდექტომია უნდა გაკეთდეს, კოლიტის დიაგნოზის დასმისას კი, ინფექციონისტის ჩარევაა საჭირო. ჩვენს სფეროშიც ასეა, ანუ თმის ცვენის ბევრი მიზეზი არსებობს. ასე, მაგალითად, თმის ცვენა შეიძლება, დაკავშირებული იყოს კანის ისეთ დაავადებასთან, როგორიცაა თმის ბუდობრივი ცვენა (ალოპეცია არეატა), ფსევდოპელადა (ბროკის დაავადება), ფრონტალური ფიბროზი და ასე შემდეგ, ასეთ დროს თმის გადანერგვა არ შეიძლება,“ _ ამბობს ესთეტიკური მედიცინის ამერიკული აკადემიის პროფესორ, თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო და აზიის ასოციაციების წევრ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზის“ ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი, რომელსაც მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ და ორივე ნახევრასფეროზე ტრენინგებისა თუ ოპერაციების ჩასატარებლად ხშირად იწვევენ. 

მოკლედ, თმის გადანერგვა თმის ოპერაციული მკურნალობაა. ტერმინმა _ „ოპერაციული მკურნალობა“ შეიძლება, ვინმე დააფრთხოს, მაგრამ „თალიზში“ თმის გადანერგვის ტექნიკა და მეთოდიკა სრულყოფილების ზღვარზეა. შესაბამისად, თმის გადანერგვის პროცედურა შესანიშნავ შედეგს იძლევა და პაციენტისთვის ძალიან ადვილი გადასატანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მანიპულაციას დისკომფორტი არ ახლავს. რაც მთავარია, ამ სფეროში გართულება, პრაქტიკულად, არ არსებობს. ამიტომ, თმის გადანერგვა რეკომენდებულია ყველასთვის,  ვისაც „თალიზში“ მისვლა საკუთარი ფეხით შეუძლია.

„მახსოვს, ჩვენთან  თმა იტალიელმა კვირინიო ალიოსმა გადაინერგა, რომელიც 78 წლის იყო, _ ამბობს აკაკი წილოსანი და შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა თმის გადანერგვა ბავშვს, ან მოზარდს, განმარტავს, _ თმის გადანერგვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება, თუმცა ბავშვებში თმის გადანერგვის ჩვენება მხოლოდ დამწვრობის, ოპერაციის, ან ტრამვის შემდგომი ნაწიბურებია სკაპლის არეში. საერთოდ, თმის გადანერგვისთვის ზუსტი ჩვენებაა აუცილებელი.“

თმის გადანერგვის ჩვენებებია: 1. მამაკაცური, ანუ ანდროგენული ალოპეცია. 2. ე.წ. ტრაქციული ალოპეცია _ თმის ცვენა ხანგრძლივი არასწორი ვარცხნისა და მოქაჩვის შედეგად. 3. ე.წ. ნაწიბუროვანი ალოპეცია _ დამწვრობის, ტრამვის, ან ოპერაციული ჩარევის შედეგად, სკალპის ნაწიბურებში განვთარებული თმის ცვენა. დადგენილია, რომ თმის ცვენის ყველა ჩვენების შემთხვევაში, 95 პროცენტი ანდროგენულ ალოპეციაზე მოდის, რომელიც თმის გადანერგვის პირდაპირი ჩვენებაა.

ანდროგენული ალოპეცია, როგორც თმის გადანერგვის მსოფლოში აღიარებული ქართველი გურუ, აკაკი წილოსანი განმარტავს, 18 წლის ასაკიდან, ანუ სქესობრივი მომწიფების მერე იწყება. თუ ადამიანს ანდროგენული, ანუ ბუნებრივი ალოპეცია 18 წლის ასაკში დაეწყო და თმა სწორედ ამ დროს გადაინერგა, შეუძლია, მშვიდად იყოს, რამეთუ გადანერგილი თმა აღარასოდეს გასცვივდება!

თმა, აკაკი წილოსანის თქმით, გენეტიკური კოდია. შესაბამისად, ალოპეციას, ასე ვთქვათ, ეროვნულობაც აქვს. ასე, მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში ძალიან ხშირია ფრონტალური ფიბროზი, რა დროსაც თმის გადანერგვა არ შეიძლება. საქართველოში კი, ეს პათოლოგია იშვიათად გვხვდება.

_ ბატონო აკაკი, თმის გადანერგვა მას თუ შეუძლია, ვისაც ბუნებრივი ე.წ. თხელი, ანუ მეჩხერი თმა აქვს?

_ თმის გადანერგვა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენებების დროს შეიძლება.

_ თმის დონორობა, ანუ სხვისი თმის გადანერგვა შეიძლება?

_ არა…

_ თუ ადამიანს ფსორიაზი, ან კანის რომელიმე სხვა ქონიკული დაავადება აწუხებს, თმის გადანერგვა მაინც წარმატებული იქნება?

_ რა თქმა უნდა. ფსორიაზით დაავადებული ბევრი პაციენტისთვის წარმატებული ოპერაცია გაგვიკეთებია. საერთოდ, თმის გადანერგვის უკუჩვენება არ არსებობს, თუმცა თავდაპირევლად, როგორც გითხარით, ჩვენება სწორად უნდა დადგინდეს…

_ თუკი პაციენტმა თმა სხვა კლინიკაში გადაინერგა და სასურველი შედეგი ვერ ნახა, ასეთ დროს შეიძლება, „თალიზის“ იმედი ჰქონდეს?

_ დიახ, უნდა ჰქონდეს. შეიძლება, კეფაზე სადონორო მარაგი ამოწურულია, მაგრამ არსებობს თმის სხეულიდან გადანერგვის მეთოდი, რომლის დროსაც თმის ძირებს, მაგალითად, წვერის არედან გამოვიყენებთ და სასურველ შედეგს ვაღწევთ. შედეგის არმიღწევა იმას ნიშნავს, რომ თმის ამოსვლა ან სუსტია, ან ანაბუნებრივი. არაბუნებრივი ამოსვლისას თმის ხაზს ეტყობა, რომ გადანერგილია _ თმა ჯგუფად ამოდის, რაც გადანერგვის ძველი ტექნიკით აიხსნება. ასეთ დროს კორექციის მეთოდები ძალიან ეფექტურია.

_ თუ ადამიანს თმა კეფაზე არ აქვს, ალოპეციის, ანუ სიმელოტის ქირურგიული მიურნალობა მაინც შეიძლება?

_ დიახ, შეიძლება, თუმცა ანდროგენული ალოპეცია იმას ნიშნავს, რომ პაციენტს თმა შუბლისა და თხემის არეში სცვივა, კეფაზე კი, შენარჩუნებულია. იმ შემთხვევაში, როცა კეფაზე ტრამვული ნაწიბურია, თმის გადანერგვა წინა მხრიდანაც შეიძლება.

_ გადანერგილი თმა რამდენ ხანში ამოდის?

_ თმის ამოსვლა გადანერგვიდან მესამე თვეს იწყება, საბოლოო შედეგს კი, პაციენტი, ოპერაციის მასშტაბიდან გამომდინარე, 8 თვიდან ერთ წლამდე ნახულობს.

 _ დიაბეტი, გულის, ან სხვა დაავადებები გადანერგილ თმაზე უარყოფითად მოქმედებს?

_ თმის გადანერგვის ის მეთოდი, რომელსაც „თალიზი“ იყენებს, იმდენად ეფექტურია, რომ შაქრიანი დიაბეტის დროსაც გადანერგული დრაფტების სიცოცხლისუნარიანობა 100 პროცენტს აღწევს. საერთოდ, თმის გადანერგვის მანიპულაცია ისეთივე ადვილად გადასატანი პროცედურაა, როგორც ვთქვათ, კბილის ექსტრაქცია, რომელსაც რისკი თითქმის არ ახლავს.

_ თმის გადანერგვის მანიპულაცია რამდენ ხანს გრძელდება?

_  2-დან 5 საათამდე, გააჩნია ოპერაციის მასშტაბსა და გამოყენებულ მეთოდს. პაციენტი თავდაპირველად, „თალიზში“კონსულტაციაზე მოდის, რომელიც უფასო და ანონიმურია. კონსულტაციის ხანგრძლივობა პაციენტის ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული და 15-წუთიდან ერთ საათამდე გრძელდება. ამ დროს ხდება დიაგნოზის დასმა, ისაზღვრება ოპერაციის მასშტაბი და მეთოდი, ანუ რამდენი გრაფტი უნდა გადაინერგოს. თუ პაციენტი მზადაა და კილინიკა თავისუფალია, ოპერაციის გაკეთება მეორ დღესვე შეიძლება. ოპერაციის მეორე დღეს, პაციენტი კლინიკაში ერთხელ კიდევ მოვა და ექიმთან მეტი შეხვედრა საჭირო აღარაა.

_ გადანერგვის შემდეგ, თავის დაბანა რამდენ ხანში შეიძლება?

_ გადანერგვის მეორე დღესვე.

აი, ასე: თმის გადანერგვის ოპერაცია აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცედურაა, მით უმეტეს, „თალიზში“, სადაც ადგილობრივი ანესთეზიის აკაკი წილოსანის მიერ შემუშავებულ აბსოლუტურად სრუყოფილ მეთოდს იყენებენ, რომელსაც არც ალერგიული გართულებები ახლავს და არც _ ინტოქსიკაციური. სწორედ ამიტომაც,  პაციენტი ტკივილს არც პოსტოპერაციულ პერიოდში გრძნობს. ჰოდა, თუკი თმის ცვენა შეგაწუხათ, ნუღარ აყოვნებთ, გეზი ტაშკენტის ქუჩის #27სკენ აიღეთ დაგახსოვდეთ: თქვენი წარმატების გზა სწორედ `თალიზზე~ გადის!

banner
წინა სტატიაშიწუთიერი ყვირილი წუთიერი დუმილის ნაცვლად – თურქეთი-საბერძნეთის მატჩზე (VIDEO)
შემდეგი სტატიარუსეთი და საფრანგეთი სირიაში მოკავშირეები გახდნენ…