“უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს – ველოდები ფრაქციიდან გარიცხვას”

უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს – ველოდები ფრაქციიდან გარიცხვას – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც გუშინ პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს:
“აუსრულდა ოცნება მამუკა მდინარაძეს – მისი ფრაქციის წევრი აღარ ვიქნები. ველოდები, რომ ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ გამრიცხავენ. რაც შეეხება უმრავლესობაში დარჩენის საკითხს, რომ მოვინდომო, არსებობს მეთოდი, რომ უმრავლესობაში შემავალი სხვა პარტიის ფრაქციაში შევიდე. მე, პარლამენტიდან ნამდვილად არ წავალ და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ. ვარ მაჟორიტარი დეპუტატი, გამაჩნია ჩემი ღირებულებები. ეს ღირებულებებია მნიშვნელოვანი ჩემი ამომრჩეველისთვის, რადგან ჩემი და მათი ღირებეულებები ერთმანეთს ემთხვევა. არასდროს არ მითამაშია, არასდროს „მისპეკულანტია“. არის საკითხები, რაც მაწუხებს და პოლიტიკაშიც იმიტომ ვარ, რომ შევძლო მიცემული დაპირებების შესრულება“, – განუცხადა ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაში„საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას”- ზახაროვა
შემდეგი სტატია“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” პროვოკაციულია – რუსეთი, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან კავშირში არ არის”