უმრავლესობისა და მთავრობის შეხვედრა მედიისთვის დაიხურა

მთავრობის ახალი შემადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დახურულია. ჟურნალისტებს სხდომის გადაღების საშუალება არ აქვთ. უცნობია რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დეპუტატებთან შეხვედრებს მართავს. პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატები სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ და ასევე დეპუტატების კითხვებს პასუხობენ.
უკვე გაიმართა შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასა და ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსთან”.
ხვალ უკვე პარლამენტი მთავრობის დამტკიცებაზე იმსჯელებს და კენჭს უყრის.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქის შესახებ ბიოგრაფიული კრებული გამოიცა
შემდეგი სტატიადაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია