უმრავლესობის „უმოქმედობა“ ეტყობა ლარსაც, სურსათის ფასსაც და რიკოთის გზასაც – ჭიაბერაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს, რიკოთის გზას მიხედონ.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მმართველი გუნდის „უმოქმედობა“ ეტყობა ლარსაც, სურსათის ფასსაც და ახლა რიკოთის გზასაც.

„რიკოთის გზა კატასტროფულ ვითარებაშია და გზამ შეიძლება ისეთივე რეკორდი მოხსნას, როგორც ლარმა მოხსნა შევარდნაძის დროინდელი რეკორდი. უმოქმედობა, მოსალოდნელი შედეგების ვერ გააზრება, თქვენი ხელისუფლების მთავარი მახასიათებლებია. ეს ეტყობა ლარსაც, სურსათის ფასსაც და ახლა რიკოთის გზასაც. დღეს როდესაც 2017 წლის ბიუჯეტს უნდა მისცეთ ხმა, როდესაც ლარის კურსი არის ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებამ შეიძლება გადადგას მტკივნეული მაგრამ სწორი ნაბიჯები“, –

banner
წინა სტატიაში“ჩვენი ეკონომიკა არის ავად”- ვახტანგ ლეჟავა
შემდეგი სტატიაგენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ამერიკელ კადეტებს შეხვდა