უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა, ვინც პარლამენტში შედის, უნდა იცოდეს, რომ უნდა რცხვენოდეს, რადგან არიან ჩვეულებრივი ლაქიები – ვაშაძე

უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა, ვინც პარლამენტში შედის, უნდა იცოდეს, რომ უნდა რცხვენოდეს, რადგან არიან ჩვეულებრივი ლაქიები – ამის შესახებ განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ სირცხვილის კორიდორი განსხვავებული იქნება, რადგან არ მოხდება გზის გადაკეტვა.

„ხვალ, 10:00 საათზე პარლამენტთან ვიკრიბებით ყველა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ასევე სრული კოორდინაცია გვაქვს ახალგაზრდებთან. გვექნება „სირცხვილის კორიდორი“ განსხვავებული ფორმით, ვიდრე აქამდე იყო – არ დავიწყებთ წინააღმდეგობას მანქანების გადაადგილების, მაგრამ უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა, ვინც პარლამენტში შედის, უნდა იცოდეს, რომ უნდა რცხვენოდეს, რადგან არიან ჩვეულებრივი ლაქიები. ჩვენმა მშვიდობიანმა პროტესტმა სრული მხარდაჭერა მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ არც ერთხელ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია და რაც მთავარია, სიმართლე ჩვენს მხარესაა. ერთი რამ მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” – ჩვენ უკან არ დავიხევთ და ვიბრძვით, რადგან გვიყვარს ჩვენი სამშობლო. თქვენ, როგორც ბოროტების წყარო, წელს აუცილებლად ჩამოშორდებით ქვეყნის მართვას. მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა და საზოგადოების აზრის გათვალისწინება. ვის ეშინია თქვენი, ლაჩრებო?“, – აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში, სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა
შემდეგი სტატიაჩვენ გვაქვს რესურსი, რათა გავუმკლავდეთ კორონავირუსს – ჯანდაცვის მინისტრი