უმრავლესობის სხდომა პარლამენტში დღესაა დაგეგმილი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომა პარლამენტის ქუთაისის შენობა შედგება. კობახიძის განცხადებით, სხდომა 21:00 საათზე დაიწყება.

“დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს” – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა, მათ შორის გააქტიურებულია საუბრები შიდაპარტიულ დისციპლინაზე. ამ თემებზე დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელები ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დეპუტატის თქმით, ივანიშვილს დიდი პოლიტიკური კაპიტალი აქვს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება
შემდეგი სტატიაკასპში 26 წლის ახალგზარდა ძმამ მოკლა