უმრავლესობის შეხვედრას პრეზიდენტთან ირაკლი კობახიძე ვენეციაში ვიზიტის გამო ვერ დაესწრება

უმრავლესობის შეხვედრა პრეზიდენტთან – პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვედრას ვენეციაში ვიზიტის გამო ვერ დაესწრება. კობახიძე ევროპაში ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად რამდენიმე საათის წინ გაემგზავრა.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ექსპერტებს საკონსტიტუციო რეფორმაზე საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხვდება:

„მოლოდინი არის რა თქმა უნდა პოზიტიური. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული წინასწარი დადებითი დასკვნა. დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული. რაც შეეხება მოლაპარაკებას, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, ის შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმებით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტმა კონსტიტუციას აუცილებლად უნდა დაადოს ვეტო” – ოპოზიცია
შემდეგი სტატიაერთი დაღუპული – ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში