უმრავლესობის ლიდერთან შეხვედრა თეა წულუკიანმა უკომენტაროდ დატოვა

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმრავლესობის ლიდერთან ზვიად კვაჭანტირაძესთან გამართული შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა.

მიმდინარე კონსულტაციებზე განცხადება გააკეთა უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, შეხვედრა საერთო სასამართლოების თემაზე გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ოთახში დაახლოებით 2 საათი დახურული კონსულტაციები იმართებოდა.

შეხვედრას თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წევრები ესწრებოდნენ. არც სეხვედრის დაწყებამდე და არც მისი მიმდინარეობის დროს კონსულტაციების მონაწილე პირები საუბრის თემას არ აკონკრეტებდნენ.

banner
წინა სტატიაშიგუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია
შემდეგი სტატია“წულუკიანთან და გვენეტაძესთან მხოლოდ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული პროექტზე ვიმსჯელეთ”