უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ შეხვდეს, ზრდის შანსს, რომ პარლამენტი მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, უმრავლესობის გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტის მიერ გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიიღოს, ზრდის შანსს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

სალაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ უმრავლესობის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში უკეთესი იქნებოდა, ვიდრე მის მიღმა დარჩენა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მათ არ ევალებათ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში, ანუ ამის არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ. თუმცა, ვფიქრობ, თუ უმრავლესობა მონაწილეობას მიიღებდა ამ კონსულტაციებში, უფრო ექნებოდა პრეზიდენტის მიერ დაყენებულ კანდიდატს უმრავლესობის მხარდაჭერა. ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება პროცესს ხელს არ უწყობს და უფრო გაზრდის იმის შანსს, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ დაყენებულ კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს. ფაქტია, რომ ამ პროცესში ჩართულობა უფრო კარგი შედეგის მომტანი შეიძება იყოს, ვიდრე მის მიღმა დარჩენა. ასეთ პირობებში, როგორც პრეზიდენტის მხრიდან, ასევე უმრავლესობიდან უნდა იყოს მცდელობა, რომ პროცესი ჯანსაღად წარიმართოს“,- აღნიშნა სალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე, პრეზიდენტთან შეხვედრის გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, ამ პროცესში შესვლა აზრს კარგავს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი უკრაინის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია,,მოვილაპარაკეთ, რომ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი, მაგრამ არ ჩამოვყალიბებულვართ, კონკრეტულად ვის”